ცხადდება კონკურსი
2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის N114/01-01 02/05/2024 ბრძანება)
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - XII სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2023 - 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა (იხ.სტუდენტთა დაფინანსების წესი)
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
განცხადება მედიცინის ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა);
პირადობის მოწმობის ასლი;
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები „საქართველოს ბანკიდან“;
2023 - 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2023 წლის 8 აგვისტოდან 2024 წლის 5 თებერვლის ჩათვლით) სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა).
2023 - 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2023 წლის 8 აგვისტოდან 2024 წლის 5 თებერვლის ჩათვლით) სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები) დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ; (შერჩევის პროცესში მხედველობაში არ იქნება მიღებული ისეთი დოკუმენტი, რომლითაც ვერ დგინდება ზუსტი თარიღი).
დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტი მიმდინარე სემესტრში განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებული საგნების ქულათა ჯამი (საშუალო არითმეტიკულით)
ამასთანავე სავალდებულოა კონკურსანტმა ელექტრონულად გამოაგზავნოს, დოკუმენტები pdf ფაილი, დასათაურებული: გვარი, სახელი და ფაილის სახელი (შესაბამისად 1 დოკუმენტი - 1 ფაილი);
1.პირადობის მოწმობის ასლი
2.საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები „საქართველოს ბანკიდან“;
შემდეგ მეილზე: tsiala.giorgadze@tsu.ge
არასრულყოფილი ან დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!
საბუთები მიიღება: 14-16 მაისის ჩათვლით ფაკულტეტის დეკანატში, ბელიაშვილის 78; 09:30 -17:00 სთ
პირველადი შედეგები გამოქვეყნდება: 20 მაისს
აპელაცია: 20 მაისს17 სთ-მდე
საბოლოო შედეგები გამოცხადება: არაუგვიანეს 22 მაისს
გისურვებთ წარმატებებს!
თარიღი: 14/05/2024